Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია − ბასკური ენისა და ლიტერატურის აქტუალური პრობლემები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრი 2024 წლის 21 ნოემბერს გამართავს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას − ბასკური ენისა და ლიტერატურის აქტუალური პრობლემები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 2024 წლის 3 ნოემბრამდე ხელმძღვანელის რეკომენდაცია და თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: irina.nozadze@tsu.ge

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი.

მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრის უფროსი სპეციალისტი, დოქტორანტი ირინა ნოზაძე

ელ. ფოსტა: irina.nozadze@tsu.ge

იხ. თეზისების გაფორმების წესი:

დოკუმენტში  (MS Word) გთხოვთ,  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

ავტორის სახელი და გვარი

ავტორის ელფოსტა და მობილურის ნომერი:

თეზისების სათაური 

 უნივერსიტეტის დასახელება

ფაკულტეტის დასახელება

თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით)

 3-5  საკვანძო სიტყვა

ფორმატი — A4

შრიფტი —  UNICODE (Sylfaen)

თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.

ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.

თეზისის მოცულობა: 300 სიტყვა.

თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:

  • ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • უსდ, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ბოლოს — საკვანძო სიტყვები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასწორად გაფორმებული თეზისები არ მიიღება!

თარიღი: 20/06/2024